სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პოლიციური რეჟიმი სკოლაში არანაირად არ დამკვიდრდება, ეს გამორიცხულია“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
08-01-2018
-
+


„პოლიციური რეჟიმი სკოლაში არანაირად არ დამკვიდრდება, ეს გამორიცხულია. პოლიციური რეჟიმი მეტ აგრესიას იწვევს. ძალიან სიღრმისეული საკითხია ბულინგთან და ძალადობასთან ბრძოლა. ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელია. ეს პრობლემა ჩვენ უნდა დავძლიოთ სწორედ განათლებით, ინფორმაციის მიწოდებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მან ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, იანვრიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი სპორტული კამპანია, რომელშიც ყველა მოსწავლე იქნება ჩართული:

„ყველა მოსწავლემ მთელი თავისი ენერგია უნდა დახარჯოს სწავლა-განათლებაში, შემოქმედებით აქტივობებსა და სპორტში. იანვრიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი სპორტული კამპანია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე. ყველა სკოლა მიიღებს მონაწილეობას. მოსწავლეები თავიანთი სურვილის მიხედვით აირჩევენ სპორტის ამა თუ იმ სახეობას, იქნება შეჯიბრებები სკოლებში, შემდეგ სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და საუკეთესოებს საშუალება ექნებათ, თავის უცხოელ თანატოლებსაც შეეჯიბრონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოზარდებში ძალადობის პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს კონკრეტული რეკომენდაციები დაეგზავნებათ:

„ინფორმაციის მიწოდება უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ სიღრმისეული ძალადობის პრობლემა დავძლიოთ. რას ვგულისხმობ - აქ საჭიროა როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვაც. პრობლემა იმდენად კომპლექსურია, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართვა ამაში, განსაკუთრებით ოჯახმა კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი იმაში, რომ ძალადობა არანაირი ფორმით არ უნდა არსებობდეს სკოლაში. რა გავაკეთეთ უკვე ამ კუთხით - მე შეხვედრები მქონდა ჩვენ მოწინავე ფსიქოლოგებთან და  ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის. ეს რეკომენდაციები ელექტრონული ფორმით სკოლებს უკვე დაეგზავნათ და იანვარში უკვე ბეჭდური ფორმით, სხვადასხვა ტიპის ფლაიერები დაეგზავნებათ მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც, კონკრეტული რეკომენდაციებით, რომ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პრობლემის დაძლევაში,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება