სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიუხედავად პანდემიისა, სკოლამ ყველა რეგულაციის დაცვით შეძლო მრავალი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარება“-ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა წელს აჯამებს
24-06-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, პანდემიისა და რეგულაციების პარალელურად, სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

„მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ზოგადი სურათისა, ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გადადგეს ფეხი მომდევნო კლასებში. იმისათვის, რომ სასწავლო წლის დასასრულისათვის მხიარული ელფერი მიგვეცა, სკოლაში მოვაწყეთ რამდენიმე მრავალფეროვანი აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, სტიმულის მიცემასა და წახალისებას“, -  ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მეორე და მესამე კლასებს შორის მოეწყო „მხიარული სტარტები“. ბავშვები ენთუზიაზმითა და ხალისით ასრულებდნენ სპორტულ აქტივობებს საკუთარი გუნდებისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად. სკოლის დირექციამ მოსწავლეები მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.

ასევე, გაიმართა საფეხბურთო მატჩი მეხუთე და მეექვსე კლასებს შორის. გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა.

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა სკოლამ ყველა რეგულაციის დაცვით შეძლო მრავალი წამახალისებელი, სპორტული, ინტელექტუალური  თუ კლასის დამთავრებასთან დაკავშირებული ღონისძიების ჩატარება, რამაც  ცხადია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასწავლო წლის შეჯამებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება