სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვზრუნავ შენზე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს
24-06-2021
-
+


„მე ვზრუნავ შენზე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს. ბავშვებმა იციან, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და თავიანთი წვლილი შეიტანეს სკოლის მოვლაში.

პედაგოგი ბელა ხეცურიანი გვიამბობს:

„მე ვზრუნავ შენზე“ - სულით ხორცამდე გაისიგრძეგანეს და გაითავისეს ეს სამი სიტყვა ჩემმა მზრუნველმა გოგო-ბიჭებმა და თავიანთ მადლიან მარჯვენას არ აკლებენ მათ ირგვლვ არსებულ ცოცხალსა თუ არაცოცხალ, მოძრავ თუ უმოძრაო სამყაროს. ახლა კი ჯერი ჩვენი სკოლის ეზოზე მიდგა. ამ ულამაზეს და საკმად ვრცელ ტერიტორიას არც თუ მცირე ხელი სჭირდება. მართალია, მასზე ზრუნავს დირექცია, სამნეო ნაწლი, მაგრამ ჩემმა პატარებმაც წვლილი შეიტანეს და ეზოს  ...  ადგილას  ... ძირი ყვავილი დარგეს. იციან, რომ არა მარტო თვითონ, სხვებიც გაიხარებენ ლამაზი გარემოს ცქერით.

ასევე მათი ზრუნვის საგნად იქცნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ჩემს მოსწავლეებზე უმცროსი ის გოგო-ბიჭები, რომლებიც მომავალ წელს მეხუთე კლასის მოსწავლეები იქნებიან. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ უმცროს მეგობრებს. მეხუთე კლასის მოსწავლეები ისტორიის კარს შეაღებენ, იწყებენ მოგზაურობას ყველაზე სანტერესო ამბების სამყაროში.

აქამდე ზღაპრად ქცეული გმირების რეალურ ცხოვრებას ეზიარებიან, მათთან ერთად იბრძვიან და იმარჯვებენ. როგორც ყველა საგანს, ისტორიასაც თავისი სპეციფიკური გამომსახველობითი ფორმები და სიტყვები ახასიათებს. მეოთხეკლასელებს საგანთან შეჭიდება რომ არ გაუჭირდეთ და უცნობი ლექსიკური ერთეულები იოლად გაითავისონ, პროექტის წევრებმა ორი ისტორული მოთხრობის საფუძველზე იმუშავეს უმცროს მეგობრებთან. წაუკითხეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორ აღმოაჩინონ თავად მათი მნიშვნელობა და როგორ გახადონ ტექსტი მეტად გასაგები, ვიდრე ეს ერთი წაკითხვით ჩანს.

ვთვლი, რომ ბავშვებმა ჩანფიქრს კარგად გაართვეს თავი. უმცროსი მეობრების დადებითი ემოციები დაიმსახურეს და სკოლის ეზო კი ახალი სასწავლო წლის დასაწისში გაახრებს მათ თვალსა და გულს.

მადლობა ჩემს დაუღალავებს!“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება