| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ ტელეთერში განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე განმარტება გააკეთა. კერძოდ, ჩიქობავამ აღნიშნა, რომ რეფორმა მიმდინარეობს კომპლექსურად და „შეეხება ყველა დონეს - სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს - პირველ რიგში კი, საკლასო ოთახს.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები განხორციელდეს და მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. მთავარია, მოსწავლე არ იყოს პასიური მსმენელი, ცოდნის აგება ხდებოდეს ეტაპობრივად, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ხდებოდეს ცოდნის კონსტრუირება, სწავლის სწავლა, და ბოლოს, ცოდნის სამი კატეგორია - ფაქტობრივი ინფორმაცია, პროცედურული და პირობისეული ცოდნები, როდესაც მოსწავლეს შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“.
მარიამ ჩიქობავა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის ქვეყნებს შორის მოხვდა:
„კვლევა ვიცით და ეს არის არსებული რეალობა, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ საერთაშორისო და შიდა ეროვნულ კვლევებშიც მსგავსი რეალობაა დაფიქსირებული... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია ცვლილებები; რეფორმაც ცვლილების საკლასო დონეზე ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე ჩართულია 600 სკოლა, თუმცა სექტემბრიდან, სავარაუდოდ, ყველას ექნება ჩართვის საშუალება“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში