სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკურსი 4-ჯერ გაიზარდა - განათლების მინისტრი
04-07-2026
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79 პროცენტზე მეტ შემთხვევაში პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა გაკეთებული, აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. 

„ოთხჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ როცა, შეგახსენებთ, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. 79 პროცენტზე მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და 20 პროცენტზე ოდნავ მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე. საზოგადოების განწყობა, მზაობა და დამოკიდებულება, როგორც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, წელს პირველად აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც და 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.

„საკმაოდ მზარდია ეს მიმართულება. თუკი შევადარებთ ჩვენ სტანდარტულ რეგისტრაციის პროცესს პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც, მაგალითად, სტანდარტულ კონტექსტში 5 000-ზე მეტი დარეგისტრირდა –  წელიწადში ჩვენ გვაქვს ორი მიღება, საშემოდგომო და საგაზაფხულო. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ, რომ აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების  კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც, სულ მცირე, სამი მიმართულება. 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა“, - აღნიშნა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება