სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 
29-06-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში.
 
„გამოსაცდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცენტრმა დაბეჭდა და საგამოცდო ცენტრებში გადაანაწილა პასუხების ფურცლები, შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები და დამხმარე მასალები – რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამასთან, დახარისხდა და ცენტრებში გაიგზავნა საგამოცდო პროცესისთვის საჭირო საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ინვენტარი, ხმის გამაძლიერებლები, ყურსასმენები და სხვა ტექნიკური საშუალებები. საგამოცდო კომპიუტერებში ჩაიწერა სპეციალური პროგრამებიც.
 
ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი, ასევე კომპიუტერული და ელექტრული მოწყობის სამუშაოები.
 
გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა, ასევე უკვე შესრულებული და განსახორციელებელი აქტივობები.
 
ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, საგამოცდო პროცესში ჩართული პირების ტრენინგები და ტესტირება. გარდა ამისა, გამოსაცდელთა ინფორმირების მიზნით, გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში.
 
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოსაცდელთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე განსაზღვრულია იმ პირთა საჭიროებებიც, რომლებსაც გამოცდებზე სპეციალური საგამოცდო გარემო შეექმნებათ.
 
გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები სულ მალე დასრულდება.
 
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
 
2026 წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 83 000-ს გადააჭარბა“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება