სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიტყვათა შემოკლების წესები, რომელიც წერითი დავალებისას გამოგადებათ
30-06-2026
-
+


ქართულ ენაში დამკვიდრებულია სიტყვათა შემოკლების შემდეგი წესები:

ადამიანის სახელის გვართან ერთად გამოყენებისას უფრო მისაღებია სახელის ერთი ბგერით წარმოდგენა:

კ. გამსახურდია, ვ. ჰიუგო, ა. აბაშელი, ი. ჯავახიშვილი

გაიხსენეთ: ფსევდონიმებისა და წოდებების გამომხატველი გვარ-სახელების შემოკლება არ შეიძლება: არ იხმარება: ქ. წამებული, დ. თავდადებული და ა. შ.

დროის ერთეულები მოკლდება შემდეგი სახით:

წმ. - წამი
წ. - წელი
წთ. - წუთი
წწ. - წლები
სთ. - საათი
ს. - საუკუნე
ა. წ. - ამა წლის
სს. - საუკუნეები

წონისა და სიგრძის საზომი ერთეულები:

მგ. - მილიგრამი
მმ. - მილიმეტრი
გ. - გრამი
სმ. - სანტიმეტრი
კგ. - კილოგრამი
დმ. - დეციმეტრი
ც. - ცენტნერი
კმ. - კილომეტრი
ტ. - ტონა
ჰა - ჰექტარი
კვ. მ. - კვადრატული მეტრი


ტექსტთან დაკავშირებული შემდეგი შემოკლებანი:

თხზ. - თხზულება
სქ. - სქოლიო
შრ. - შრომა
იხ. - იხილე
ტ. - ტომი
შდრ. - შეადარე
თ. - თავი
ნ. - ნახე
ნაწ. - ნაწილი
ნახ. - ნახატი
გვ. - გვერდი
მაგ. - მაგალითად
ავტ. - ავტორი


წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი შემოკლებანი:

აკად. - აკადემიკოსი
დოც. - დოცენტი
ლაბ. - ლაბორანტი
პროფ. - პროფესორი
მასწ. - მასწავლებელი
აკად. წ/კ - აკადემიის წევრ-კორესპონდენტი


კავშირ-ზმნიზედები შემდეგი სახით მოკლდება:

ე. ი. - ესე იგი
ა. შ. - ასე შემდეგ
მისთ. - მისთანანი
სხვ. - სხვა
ე. წ. - ეგრეთ წოდებული


დამკვიდრებულია შემდეგი სახის შემოკლებანი:

ექ. - ექიმი
ინჟ. - ინჟინერი
ქ.-ნი - ქალბატონი
ბ.-ნი - ბატონი


დაიმახსოვრეთ: ბრუნვის ნიშნები ან თანდებულები შემოკლებული სახელებიდან დეფისით გამოიყოფა: 7 ჰა-ზე ვენახი გავაშენეთ, 2010 წ.-მა წარმატებები მოგვიტანა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება