| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში“,- ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და ტაძარში მისული აბიტურიენტები დალოცა.
„დღეს ჩვენთან მოსული არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის.
ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, რომ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რომ უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესა და მოყვასისადმი სიყვარულთან. თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამქვეყნიურისა, ასევე იმქვეყნიურისა, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, მოგეცემათ და შეგემატებათ (მთ. 6, 33).
კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით, ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“,- ბრძანა პატრიარქმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი