სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლაში თემაზე - „პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
23-06-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში თემაზე - „პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“, IX - XI კლასის ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

„შეხვედრის მიზანი იყო: 1)პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის დადგენა და ამაღლება 2)მათი ინფორმირება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შესახებ და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა მომავალი პროფესიის არჩევისას 3)მოსწავლეთათვის საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობების გაცნობა.

შეხვედრის ორგანიზატორმა,მანანა ჩინჩალაძემ ისაუბრა იმის თაობაზე,თუ რას ნიშნავს ჩვენთვის სიტყვა "პროფესია"და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთათვის პროფესიის სწორად შერჩევას.რომ სურვილი, გახდე გარკვეული პროფესიის ადამიანი და იყო წარმატებული,არაა საკმარისი,ამისთვის საჭიროა გააცნობიერო შენი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები,ცოდნა,რათა ეფექტიანად მართო საკუთარი კარიერა.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი, საინტერესო რესურსების გამოყენებით მიიღეს ხელმძღვანელისგან ინფორმაცია იმის თაობაზე,თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ მომავალი პროფესია ,ასევე გაეცნენ მსოფლიოში არსებულ იშვიათ,მაღალანაზღაურებად ქალისა და მამაკაცის პროფესიებს.

შეხვედრაზე მოსწავლეები ჩაერთვნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში. მათ შორის:

1. შეურჩიე პროფესია;
2.გამოიცანი ძველი პროფესიის სახელწოდება;
3.ჩამოთვალე პროფესიები ანბანის მიხედვით.

ასევე დაურიგდათ ინდივიდუალური ტესტი თვითშემეცნებაზე,სადაც მოსწავლეებს უნდა დაეფიქსირებინათ რა სურდათ გამოსულიყვნენ მომავალში და რატომ.პარალელურად უნდა აეხსნათ, რა ცოდნა და უნარი იქნებოდა საჭირო იმისთვის,რომ სასურველ პროფესიას დაუფლებოდნენ.

შეხვედრამ ძალზე დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში,ვინაიდან აქტივობა იყო იტერაქტიული და მათ ასაკზე მორგებული.

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი გ. გაგნიძე,მან ხაზი გაუსვა პროფესიის სწორად არჩევის აუცილებლობას,რომ პიროვნებისთვის სასურველი პროფესიის არჩევა მოითხოვს სწორ გადაწყვეტილებას და დიდ ძალისხმევას.პედაგოგმა ბექა გელაშვილმა კი ურჩია მოსწავლეებს დაფიქრებულიყვნენ,შეეფასებინათ საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ აერჩიათ მომავალი პროფესია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება