| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი 2020-2021 სასწავლო წელს დადებითად აფასებს. დირექტორის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
„2020-2021 წელს საერთო ჯამში მაინც დადებითად შევაფასებ, იყო რთული გამოწვევები პანდემიასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც შევძელით შედეგით გავსულიყავით ფონს, ხან დისტანციურად ხან საკლასო ოთახებში გვიწევდა სწავლა, იყო ხარვეზებიც, მაგრამ ნელნელა დაიხვეწა ყველაფერი.
მოგეხსენებათ, სკოლა მცირეკონტინგენტიანია. წელს, სულ 5-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან ერთი - მირანდა ბარბაქაძე ოქროს მედლის კანდიდატია. ასევე გვყავს საბაზო საფეხურის 2 წარმატებული მოსწავლე, რომლებსაც ლეპტოპები უნდა გადაეცეთ. მეცხრე კლასშიც სულ 5 მოსწავლე გვყავს.
რაც შეეხება პედაგოგებს, ისინი მუდმივად ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე. წელსაც სამი პედაგოგი ემზადება გამოცდისთვის, რათა სტატუსი აიმაღლოს. სკოლას 7 წამყვანი პედაგოგი ჰყავს, დანარჩენი უფროსის სტატუსიანი არიან“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო