სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავდგეთ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე“ - ბარათაულის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
23-06-2021
-
+


ამირან მამალაძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის" ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის, ამავე სკოლის დირექტორისა და პროექტში ჩართული სხვა მასწავლებლების ორგანიზებით გაიმართა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები.

პროექტის სახელწოდებაა: „დავდგეთ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე!“ - შეხვედრა შედგა ზუმში, გამოვიყენეთ პროექტორი.

იურისტთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა: ბავშვის უფლებები და სკოლის შინაგანაწესი.

შეხვედრაზე მოწვეული იყო იურისტი, ლამზირა ხუმარაშვილი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი, კომპეტენტური და ჰუმანური ადამიანია. მან გულთან მიიტანა ჩვენი თხოვნა და სრულიად უანგაროდ გამონახა დრო შეხვედრისათვის.

ხუმარაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება აქვს: რაიონის გამგეობის აპარატის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალების 1-ლი ქვეითი ბრიგადის 111- ბატალიონის სამწყობრო ნაწილის თანამშრომელი, ერაყის სამშვიდობო მისიის მონაწილე. 2006 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2007 წელს ჩააბარა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალობის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2017 წელს გაიარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალური კურსი, ხოლო 2020 წელს ბავშვთა უფლებების დაცვის სამოქალაქო სპეციალური კურსი.

მიუხედავად ინტერნეტის ხარვეზისა, შეხვედრა შედგა. სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით, უღრმესი მადლობა მას დახმარებისათვის მოსწავლეებისგან შემდეგი კითხვები გაჟღერდა: როგორ მოვიქცეთ კიბერბულინგის პრევენციის მიზნით?
რას გვეტყვით თქვენს გამოცდილებაზე? გქონიათ თუ არა ისეთი „საქმე“, როგორც ადვოკატს, რომელიც მოითხოვდა ბავშვის უფლებების დაცვას?

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი, შექმნეს ნახატები და ჩაწერეს ვიდეო. დამზადდა ბროშურები და პროექტის ლოგოს ბანერი“

პროექტი მოიცავს 2020-2021 სასწავლო წელს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შევქმენით ბლოგი. თუ გნებავთ, რომ თვალი ადევნოთ ჩვენს პროექტს, შეგიძლიათ ეწვიოთ ბლოგს: https://humanrightsbaratauli.blogspot.com/ “, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება