სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის საჭადრაკო კლუბის წევრი მოსწავლეები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ესტუმრნენ
22-06-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის საჭადრაკო კლუბის წევრი მოსწავლეები თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ესტუმრნენ. 

„ბავშვებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ სასახლეში არსებული პლანეტარიუმი, სამეცნიერო კუთხე; დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული მუზეუმი, სასახლის ბაღი, ნახატების გამოფენა; გაცნობოდნენ თეატრალური, თერთრი და სარკეებიანი დარბაზების დიდ, ისტორიულ წარსულს.

გაიმართა საინტერესო საჭადრაკო შეხვედრა მოსწავლეებსა და ჭადრაკის დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას შორის, რომელსაც დახმარებას ჩვენი თანაქალაქელი, 12 წლის საქართველოს ჩემპიონი ერეკლე ტაბატაძე უწევდა. თამაშის პარალელურად იყო საუბრები ჭადრაკის ისტორიასა და მის როლზე. ნანამ ალექსანდრიამ ასევე უამბო ბავშვებს თავისი საჭადრაკო ცხოვრების განვლილი გზის შესახებ.

თამაშის დასასრულს ნანა ალექსანდრიას მიერ სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა 3 მოჭადრაკეს: საუკეთესო მოჭადრაკე გოგონა - ანი ღუღუნიშვილი; საუკეთესო მოჭადრაკე ვაჟი - გიორგი ღუღუნიშვილი; ერეკლესთვის ღირსეულად გაწეული პარტნიორობისთვის კი დაჯილდოვდა დათო ჯიბუხაძე. აგრეთვე საჩუქრები გადაეცა მათ პედაგოგს ნათია თურმანიძეს.

კულტურის ცენტრის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით ეროვნულ სასახლეს, საუკეთესო დახვედრისა და მასპინძლობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება