სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის VI კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ინასარიძის ნახატს კონკურსში რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი ერგო
22-06-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მოსწავლეები პროექტის „ოლიმპიზმი სკოლებში“ ფარგლებში, ოლიმპიურ თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ. კონკურსი საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში განხორციელდა. 

პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სკოლის სივრცეში ფორმალური და არაფორმალური სწავლების განვითარებასა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. სასკოლო ტურში გაიმარჯვეს შემდეგი მოსწავლეების ნახატებმა : 

ნინო გიქოშვილი (Vა კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ლალი მაჭავარიანი,

მარიამ აღლემაშვილი (Vგ კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ივანიძე, 

ნიკოლოზ ინასარიძე (VIდ კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა,

რატი სამსონიძე (IXდ კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ივანიძე, 

ქრისტინე ათოშვილი (IXა კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა .

ყველა მონაწილემ კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელი დაიმსახურა.

VIდ კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ინასარიძის ნახატმა რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი და რესპუბლიკის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა და 18 ივნისს თბილისში დაჯილდოებაზე მიიწვიეს. 

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია  ულოცავს ნიკოლოზ ინასარიძეს და მის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს იდა ტიფენცევას დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება