| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ჩვენთან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს“- ამ ლოზუნგით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„11 ივნისი დადებითი ემოციებით დატვირთული დღე იყო. ორ გუნდად გაყოფილი ჩვენი სკოლა „ფენიქსის“ და „სფინქსის“ სახელებით მხიარულად იწვევდნენ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში.
მოსწავლეთაგან თავი ისახელა დათო ქობულაძემ, არჩილ ჩუბინიძემ და ამირან გოგელაშვილმა. მოტივაციასა და სიხალისეს ამძაფრებდა პედაგოგების აქტიური ჩართულობა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს