სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები დეკორატიული ლანდშაპტის დიზაინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებენ
22-06-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრებმა სწავლა კეთების პრინციპით დეკორატიული ლანდშაპტი დაამზადეს. მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ინფორმაციაში ჯეჯილის წვენის სასარგებლო თვისებებზეცაა საუბარი.

„მინდა გიამბოთ დეკორატიული ლანდშაპტის დიზაინის და ჯეჯილის წვენის შესახებ.

არსებობს ლანდშაპტის დიზაინის სხვადსხვა სახეობის, ეზოს და აგარაკის დიზაინი, ინტერიერის, კომპოზიციის პრინციპები და მცნებები, შემოგარენი და სიტუაცია ნაკვეთზე და ა.შ ბევრმა კი არ იცის თუ როგორ ხდება აგრომეურნეობაში დეკორატიული ლანდშაპტის გაკეთება „მზის სხივი“, რომელიც გაგვაცნო და „სწავლა კეთების“ პრინციპით შევქმენით, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრებმა  (კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი ხათუნი ასანიძე ) როდესაც ვიმყოფებოდით სტუმრად ბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის საცდელ მეურნეობაში, სადაც სასკოლო ტურის მიწვევა და მასპინძლობა გაგვიკეთა თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორმა, „მწვანე ბიზნესი ჯანდაცვის პრომოციისთვის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა რუსუდან კვარაცხელიამ, სტუმრობისას მოვისმინეთ საინტერესო ლექცია სემინარი დეკორატიული ლანდშაპტის სახეობებზე, ვისაუბრეთ ჯანსაღი პროდუქტის მიღების შესახებ და ყველაზე სახალისო იყო დეკორატიული ლანდშაპტის „მზის სხივის“ გაკეთება, რომელიც ლექციის დროს მოვისმინეთ. სახალისო იყო პროცესი, მულჩირება ნამჯით კეთდება და ფორმა კადრებშია. ასევე შევიტყვეთ საოცარი ინფორმაცია ჯეჯილის წვენის შესახებ, თუ რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის, ჯეჯილის წვენი შეიცავს ვიტამინებს B და C, რკინას, კაროტინს.  თუმცა სულ სხვაა პირადად რომ აკეთებ ამას... სპეციალურ საწურ აპარატში მოვათავსეთ ჯეჯილი და მივიღეთ საოცარი არომატის მქონე სასარგებლო წვენი. ჩავერთვეთ პროცესში და ჯეჯილის წვენიც დავაგემოვნეთ კიდეც.  

ჩვენდა გასაოცრად შევიტყვეთ ისიც, რომ თურმე მცენარეთა წყობა ერთობლივად აძლიერებს ერთმანეთს და ეხმარება, რომ დაავადება არ გაუჩნდეს. მაგალითად, პომიდორი და რეჰანი გვერდიგვერდ კარგად გრძნობენ თავს.. პომიდორს არ უჩნდება ჭია და გვიან შემოდგომამდე ხარობს, ასევე კომბოსტოსთან უნდა დაირგოს ქონდარი და ჭია არ უჩნდება კომბოსტოს. 

დავეხმაროთ ბუნებას, საჭიროა ჯანსაღი პროდუქტის წარმოება და რა ხერხებით და მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მცენარე გავზარდოთ შხამ ქიმიკატების გარეშე და მივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი. 
ასევე დავათვალიერეთ საცდელ მეურნეობაში ამ პრინციპით დარგული მცენარეთა სახეობები. ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გვქონდა... თითოეული ჩვენგანი შეძენილ ცოდნას დავნერგავთ საკუთარ ოჯახებში. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს ქალბატონ რუსუდანს და წარმომადგენელს ლევან კიკალიშვილს“, - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება