სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი ყოველთვის მზადაა სიახლეების დანერგვისთვის“ - ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ადიგენში ჩატარდა
21-06-2021
-
+


„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მუნიციპალიტეტებში დიდი წარმატებით მიმდინარეობს და განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ პანდემიამ ხელი ვერ შეგვიშალა, გვეზრუნა მოსწავლეთა მოტივაციაზე, მათ განვითარებასა თუ წინსვლაზე.

ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტიდან პროექტში 106 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლიდან, ეტალონი მოსწავლის ტიტული კი, ღირსეულ ბრძოლაში, დიდი სმადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარშილაძემ მოიპოვა, რომელმაც კონკურსის დასასრულს განაცხადა - ასეთ შედეგს არ ველოდი, მადლობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება რომ მომეცაო.

„დიდი ხანი არაა, რაც პროექტში ჩავერთე... დისტანციურ ფორმატში ჩემპიონატის ჩატარება უცხო იყო, მით უმეტეს, პასუხებისთვის დრო შეზღუდული გახლდათ და ამიტომ, თავიდან ცოტა დავიბენი, დავიძაბე, თუმცა საბოლოოდ, ჩემმა შედეგმა გამარჯვება მომიტანა, რისთვისაც მადლობა „ეტალონს“, რომელიც ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე და მეც მოხარული ვარ, ჩემს ქვეყანაში ასეთი პროექტი რომ არსებობს“.

დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორმა, ირმა ქიმაძემ განაცხადა, რომ „ეტალონი“ მოსწავლეების ინტერესებსა თუ მოტივაციაზე მორგებული პროექტია:

„ეტალონი“ შესაძლებლობას აძლევს მოსწვალეებს, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ, ესაა პატრიოტული პროექტი და მთელ შემადგენლობას მადლობა ამ პატრიოტიზმისთვის, რომლიც თითოეულ მოსწავლეზე აისახება დადებითად. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული და მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე ეტალონელი გვყავს, სკოლა ზეიმობს მარიამის გამარჯვებას, რომელიც მოტივირებულია, კარგად სწავლობს, წარმატებით დაასრულა საბაზო საფეხური, უყვარს სწავლა, შრომობს და ბედნიერი ვარ, ეს შრომა რომ დაუფასდა. აქვე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის პედაგოგებს, თითოეულ მოსწავლესთან გაწეული კოლოსალური შრომისთვის.

აღარაფერს ვამბობ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე, რომელიც ეფექტურია, მორგებული მოსწავლის ინტერესზე და რაც მთავარია, პანდემიის დროსაც არ დაკარგა თავისი ნიშა - გააგრძელა პოზიტივი და ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვება იქნება დიდი სტიმული - მომავალ სასწავლო წელს მეტად ვიშრომოთ, რათა მეტ წარმატებას მივაღწიოთ.

ზურაბ ბეთხოშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან არაფორმალური განათლების პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„წლებია, ჩვენი მუნიციპალიტეტი მეგობრობს „ეტალონთან“ და რა თქმა უნდა, გვერჩივნა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციული სახით ჩატარებულიყო, მაგრამ მთავარი ისაა, პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, ტრადიცია შევინარჩუნეთ და ვფიქრობ, ასეთ პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ „ეტალონთან“ ერთად, ვზრუნავთ მომავალი თაობების განვითარებაზე“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა კი აღნიშნა:

„ეტალონი ყოველთვის მზადაა სიახლეების დანერგვისთვის. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მოხარული ვარ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების ჩართულობითა და მათი შედეგებით. ჩვენ გვიყვარს და ყოველთვის მხარს ვუჭერთ „ეტალონს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ გამარჯვება მიულოცა მარიამს და განაცხადა:

„მნიშვნელოვანია ყველა ამ ტიპის პროექტი და განსაკუთრებით „ეტალონს“, ჩემგან ყოველთვის აქვს დადებითი შეფასება, ვულოცავ გამარჯვებულს, ვისურვებდი, მეტად ვიყოთ ჩართულები ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც არასოდეს ღალატობს პრინციპებს, ტრადიციებს და ემსახურება იმ დიდ საქმეს, რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია“.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

გაძლიერებული საგნების პედაგოგებსა და სკოლებს სამინისტრო ტრენინგების შემდეგ შეარჩევს

სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას თბილისის მერია გადაიბარებს

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება