სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თამბაქოს მოხმარების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში კვლევა ჩაატარეს
21-06-2021
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წევრებმა თამბაქოს მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარეს. 

მოსწავლეთა კვლევის შედეგები ფრიად საყურადღებოა. 

„სტატისტიკურად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ეწევა სიგარეტს. ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო - ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი. ამავე სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 37- 40% ეწევა სიგარეტს. მამაკაცთა შორის მწეველია 50-65% ხოლო ქალთა შორის 16-22%. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2021-ის ფარგლებში კახეთში, სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ფესვებმა“ გადაწყვიტა ამავე თემში ჩაეტარებინა კვლევა თამბაქოს მოხმარების შესახებ. 

კვლევამდე ჩატარდა გამოკითხვა და ეკოკლუბელებმა მოქალაქეებს დაისვეს შემდეგი კითხვები: 1) ხართ თუ არა თამბაქოს მომხმარებელი 2) რამდენად ხშირად იყენებთ? 3) იცით თუ არა რაიმე თამბაქოს ზიანის შესახებ 4) აქვს თუ არა თამბაქოს დადებითი მხარე თქვენი აზრით 5) იცით  თუ არა რა დაავადებს იწვევს თამბაქო? 6) იცით თუ არა 2018 წლის 1 მაისს მიღებული კანონის შესახებ? (რომელიც გულისხმობს თამბაქოს დახურულ სივრცეში მიღების აკრძალვას).

გამოიკითხა 30 ადამიანი და გაირკვა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 90% სამწუხაროდ თამბაქოს მომხმარებელია. გამოკითხვიდან ასევე ირკვევა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა უფრო მეტი რამ იცოდნენ თამბაქოს მავნე ჩვევების და დაავადებების (ხორხის და ფილტვების კიბოს) შესახებ, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა. გამოკითხულებისთვის თამბაქოს არ აქვს დადებითი მხარე. ასევე თავად აღნიშნეს, რომ იციან მისი მავნე ჩვევები თუმცა თამბაქო ხდის ადამიანს თავის თავზე დამოკიდებულს. ხოლო რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ მე-6 კითხვას - საბედნიეროდ იციან მიღებული კანონის შესახებ და მათი პასუხით ყველანაირად ცდილობენ რომ დაიცვან კანონი. კვლევამ აჩვენა, რომ ძველი ანაგის მოსახლეობის უმეტესობა თამბაქოს მომხმარებელია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება