სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ
21-06-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები კლუბის ხელმძღვანელთან, პედაგოგ ხათუნი ასანიძესთან ერთად ბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ. 

პედაგოგი დეტალურად გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა გამოცდილება ცოდნა და უნარ-ჩვევები მიიღეს მოსწავლეებმა აღნიშნული გასვლითი ღონისძიების ფარგლებში:

„სასკოლო ტური ბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში და ლაბორატორიაში ჩატარდა ლექცია-სემინარი - „როგორ მივიღოთ ბიოლოგიურად სუფთა ჯანსაღი პროდუქტი პროდუქტი“

ლაბორატორიაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები და კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი ხათუნი ასანიძე ვიმყოფებოდით სტუმრად ბიოაგრომცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრში დამეგობრებულ დუშეთის საჯარო სკოლის მოსწავლებთან ერთად (პედაგოგი ქალბატონ ირმა ღანიაშვილი).

მასპინძლობა გაგვიწია ბიოაგრო მცენარეთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა კარლო კიკორიამ და მოადგილემ ბატონმა დავით გეგჩკორმა, სასკოლო ტურის მიწვევა კი გაგვიკეთა თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორმა, მწვანე ბიზნესი ჯანდაცვის პრომოციისთვის ხელმძღვანელმა ქალბატონმა რუსუდან კვარაცხელიამ. სტუმრობისას მოვისმინეთ საინტერესო ლექცია სემინარი, გავეცანით საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მის ფასეულობებს, დღევანდელ გლობალურ პრობლემებს, კლიმატის ცვლილებას და როგორ დავეხმაროთ ბუნებას, საჭიროა ჯანსაღი პროდუქტის წარმოება და რა ხერხებით და მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მცენარე გავზარდოთ შხამ ქიმიკატების გარეშე და მივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი. 

ასევე დავათვალიერეთ, მათი ლაბორატორია სადაც მზადდება ეს ბიო პრეპარატები და ტარდება ცდები და დაკვირვებები. გვაჩვენეს, რომ არსებობს ბიო საშუალებები, რომელიც მცენარეს ეხმარება გაზრდაში. თანაც არის უვნებელი. ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრა გვქონდა. დამეგობრდნენ ბავშვები. გაუზიარეს საკუთარი მხარის ბოსტნეულის კულტურის დამახსიათებელ თვისებებზე.

მიღებულ ცოდნას თითოეული ჩვენგანი ყოველივეს გავითვალისწინებთ საკუთარ ოჯახებში და გადავცემთ ახლობლებს. რათა ყველამ შეძლოს მოიყვანოს მცენარეები არა შხამქიმიკატებით, არამედ ბიოპროდუქტებით და ვიკვებოთ ჯანსაღი ბოსტნეულით“, - აღნიშნულია მასწავლებელის ხათუნი ასანიძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება