სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიდიან და მიჰყვებათ დიდი სიყვარული, სითბო და კეთილი სურვილები“ - ჭოგნარის საჯარო სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს დაემშვიდობა
21-06-2021
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ქაქაშაძემ  სადამრიგებლო კლასთან გატარებული ოთხი წელი შეაჯამა და მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა. 

„იმ დღიდან, როცა ჩემი საკლასო ოთახის კარი თქვენთვის გაიღო, სწორედ იმ წუთიდან... ხელისგულიდან, მკერდისგულამდე  გზა ძალიან მოკლე აღმოჩნდა! თქვენ, ჩემს თვალში პატარა, მოციმციმე ვარსკვლავები იყავით. იმ წუთიდან ჩემი მისია იყო დამეტყვევებინა თქვენი გულები და პირველ რიგში ადამიანის სიყვარულით, „სიყვარულით მომეწამლა“ თქვენი გონება, დამემონტაჟებინა რაც შეიძლება დიდი ლამპიონები, რომელებიც არც დღე ჩაქრებოდნენ და არც ღამე. ეს, არც ისე ადვილი საქმე იყო, ამას მარტო ვერას გავხდებოდი და ამიტომ დახმარება ვითხოვე თქვენგან, გავხდით ერთმანეთის მეგობრები, თანამებრძოლები, თანამშრომლები. ერთად გვიხაროდა პატარ - პატარა გამარჯვებები, ერთად განვიცდიდით მარცხსაც, მაგრამ ეს კი არ გვაშინებდა, არამედ უფრო გვაძლიერებდა. მივდიოდით და მიგვქონდა ცოდნის ხურჯინი, რომელსაც ნელ - ნელა  ვავსებდით. ეს ხურჯინი კი ხან გვემძიმებოდა, ხანაც გვიმსუბუქდებოდა, მაგრამ რამდენადაც მძიმე იყო, იმდენად საინტერესო  იყო მისი ზიდვა, თითოეული ლამპიონის ანთება დიდ ზეიმად, დღესასწაულად გვექცეოდა ხოლმე...

პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ჩვენც ნელ-ნელა ვიდგამდით ცოდნის შარავანდედს თავზე... და დღეს კი, ეს ჩემი უკვე ვარსკვლავები, აკაშკაშდნენ, აენთნენ, აკიაფდნენ, გაივსნენ, ქიმებიც გაეზარდათ, დაბრძენდნენ კიდეც, და აჰა, აღარც კი ეტევიან ჩემი ცის თაღზე. ჩემი ონავარი მანათობლები, ლამის გაარღვიონ, გაგლიჯონ და გაინავარდონ ღრუბლებში... მიდიან და მიჰყვებათ დიდი, დიდი სიყვარული, სითბო და კეთილი სურვილები... ვიცი, მწამს, იმედი მაქვს ვიამაყებ თქვენით, რადგან, როდესაც საკუთარი თავის მიღმა არავის ეჯიბრები, სიცოცხლე დღესასწაული ხდება, ეს სიტყვები მინდა ცხოვრების დევიზად გაგყვეთ, ჩემო პატარებო!..

გილოცავთ მე-4 კლასის დასრულებას ჩემო მარგალიტებო და მინდა, რომ მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდეს თქვენი თვალები, რადგან ბედნიერ ადამიანს ყველაფერი შეუძლია“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება