| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მესამეკლასელები მასწავლებელმა სახალისო აქტივობებში ჩართო. პატარებმა თამაშით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა გრძნობის ორგანოები. მათ სწავლის დროს პირი კანფეტებითაც ჩაიტკბარუნეს.
„- მას, გახსოვთ ადრე კანფეტები რომ აღმოგვაჩენინეთ სიტყვების გროვაში? - მეკითხება ერთ-ერთი მესამე კლასელი სიყვარულიკო, დავეთანხმე მახსოვს-მეთქი და გამოწვევად მივიღე, დავპირდი - მომდევნო ბოლო გაკვეთილი გვაქვს და რაღაცას ისევ მოგიწყობთ-მეთქი...
ვიფიქრე და გადავწყვიტე გრძნობის ხუთი ორგანო გამომეყენებინა თემად და პრაქტიკულად განგვეხორციელებინა შეხედვაც, შეხებაც, ყნოსვაც, გაგონებაც და რაც ყველაზე მეტად ახარებდათ - დეგუსტაციაც.
ვისაუბრეთ, ლექსიკური მარაგი შევივსეთ, სასწავლო ანიმაციასაც ვუყურეთ და რაც მთავარია, კანფეტებიც შევსანსლეთ“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო