სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამაგალითოა სკოლის დირექტორისა და პედაგოგების კოლეგიალური, სამართლიანი ურთიერთობა“- მარინა გიგაური, თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
18-06-2021
-
+


ნოდარ ახალკაცის სახელობის, თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორს სასწავლო წლის დასრულება მიღწეულ შედეგებზე აფიქრებს და სამომავლო გეგმების დასახვისთვის ამზადებს, საკუთარ მოტივაციად კი საქმის სიყვარულსა და წარმატების მიღწევის სურვილს ასახელებსრას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე ნოდარ ახალკაცის სახელობის, თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა გიგაური ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- მგრძნობიარეა ყველასთვის. მაგონებს მიღწეული შედეგების გაანალიზებას, პედაგოგებისა და მოსწავლის წარმატებებს, ამავე დროს ახალი მიზნებისა და ამოცანების დასახვას მომავალი სასწავლო წლისათვის.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- სკოლას თანამედროვე სტანდარტებით და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. მშვიდი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს, პროფესიულ კადრებს, ერთგულ მშობლებს, წარმატებული და ნიჭიერ მოსწავლეებს, თავმდაბალ, კეთილშობილ, სამართლიან, განათლებულ  და პოზიტიურ სკოლის ხელმძღვანელს!

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- სკოლის მიერ მიღწეული წარმატებები (კონკურსები, ოლიმპიადები, პროექტები)... სკოლისთვის ნოდარ ახალკაცის სახელის მინიჭების ისტორიული დღე და ულამაზესი ღონისძიება, ძვირფას სტუმრებთან ერთად. წინგადადგმული ყოველი ნაბიჯი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ განათლებასა და დახვეწაზე.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ბავშვზე ორიენტირებული სწორი, გონივრული, კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნისთვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლისა და მასწავლებლის ჩართულობა, მოტივირებული, პოზიტიური, განათლებული ენერგიული პედაგოგები; ურთიერთობის კულტურა, ჩაცმის სტილი, ასევე სამაგალითოა სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შორის კოლეგიალური, სამართლიანი ურთიერთობა.

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლაში მშვიდი, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა; ძლიერი, პროფესიონალი კადრების შერჩევა; სამართლიანი დამოკიდებულება თანამშრომლებსა და მოსწავლეთა მიმართ; კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა; მშობლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- ძლიერი, პროფესიონალი კადრის მოზიდვა; ხარისხიანი სწავლა, მუდმივი სიახლეები; ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო; მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; მოსწავლეების ჩართულობა სხვადასხვა პროექტში, კონკურსებში, ოლიმპიადებში; სამართლიანი დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემით დამყარებული ურთიერთობები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება