სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ანაგის სკოლის ეკოკლუბელების კამპანია პლასტმასას წინააღმდეგ
18-06-2021
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობენ და საცხოვრებელ გარემოს მოსაწესრიგებლად აქტივობებსაც ხშირად გეგმავენ.

სკოლის ეკოკლუბელებმა პლასტმასას წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაგეგმეს და მის გრძელვადიანად გაგრძელებას გეგმავენ. ეკოკლუბ „ფესვების“ წევრების მთავარი მიზანია შემცირდეს პლასტმასას გადაყრა.

„საქართველოში გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა გლობალურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარემო აგრეთვე ბინძურდება ისეთი ნარჩენებით როგორიცაა პლასტმასას ბოთლები, რის დაშლასაც 450 წელი სჭირდება. 

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ახალგაზრდული  გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წევრებმა წამოიწყეს კამპანია პლასტმასას შეგროვებასთან დაკავშირებით. 

ბავშვები გეგმავენ ეს აქტივობა არ იყოს მოკლევადიანი. იგეგმება გარკვეული დროის განმავლობაში პლასტმასას შეგროვება და შესაბამისი კომპანიებისთვის გადაცემა. ძველი ანაგელი ეკოკლუბელების მთავარი მიზანია შემცირდეს პლასტმასას გადაყრა და მოხდეს მათი ხელმეორედ გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პლასტმასას შემცირება ნაგავსაყრელებზე და ეს ხელს შეუწყობს ნარჩენების სწორ მართვას“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება