| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავებაზე გათვლილი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღია, შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში წამყვანმა მასწავლებელმა მთვარისა ახვლედიანმა ჩაატარა.
მოსწავლეები თავისუფლად მსჯელობდნენ ვაჟა-ფშაველას პოემათა („ალუდა ქეთელაური", „სტუმარ-მასპინძელი", „გველისმჭამელი") გმირებზე, არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
ბოლოს კი პოემის იდეები კარგად დაუკავშირეს სასკოლო პროექტის თემას „ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი“, რომელიც აღებულია ესგ-ს პრიორიტეტული თემიდან: კულტურული მრავალფეროვნება.
გაკვეთილს ესწრებოდნენ საგნობრივი კათედრის წევრები ქალბატონები: მარიკა ხაბულიანი და ნათია სვანიძე, რომლებმაც გაკვეთილით დიდი კმაყოფილება გამოხატეს.IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ