| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თორნიკე ძნელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც მუზეუმის სოციალურ გვერდზე უნიკალური ექსპონანტების ისტორია უნდა განთავსებულიყო, რომელთა შესახებ ექსპონანტების შემომწირველთა შთამომავლები ისაუბრებენ. მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ღონისძიებაში მონაწილეობა და თავისი სოფლის მკვიდრის - ბენია ჩხიკვიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნ.ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების დაინტერესების, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს შორის, „მოვიზიდოთ ვიზიტორები“, მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, კვირეულის ფარგლებში, ციფრულ ფორმატში, მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე „ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, „წინაპართა კვალდაკვალ“, აჩვენონ მუზეუმის უნიკალური ექსპონანტების ისტორია, რომელთა შესახებ ისაუბრებენ ექსპონანტების შემომწირველთა შთამომავლები.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა დაბლაციხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თორნიკე ძნელაძე, რომლისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კამერასთან მუშაობა და განსაკუთრებით კი თავისი სოფლის მკვიდრის - ბენია ჩხიკვიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი ერეკლე ჯიქია მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ნათია კალანდაძეს მეტად საინტერესი და მნიშვნელოვან ღონისძიებაში დაბლაციხის საჯარო სკოლის ჩართვისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს