სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მხიარული და ბედნიერი არდადეგები გვისურვებია ყველასთვის“ - ყელქცეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
18-06-2021
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებულად დასრულდა. დირექტორმა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს მიულოცა ნაყოფიერი მუშაობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.

„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას - ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ რეგულაციებს. უდიდესი მადლობა მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ავლენდნენ მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და იცავდნენ ყველა წესსა და მოთხოვნას.

მადლობა ყველას, ვინც რეგულარულად ახორციელებდა პედაგოგთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ორ კვირაში ერთხელ, ტესტის სახით, რაც, მართლაც, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა პირისპირ სწავლებისათვის.

დიდი მადლობა რესურსცენტრის ყველა თანამშრომელს, რომლის თანადგომასა და დახმარებას სკოლა მუდამ გრძნობდა და გრძნობს.

მხიარული და ბედნიერი არდადეგები გვისურვებია ყველასთვის ჩვენო ძვირფასებო“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება