| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პირველი მასწავლებელი ყველა მოსწავლისთვის განსაკუთრებულია. სწორედ პირველი დამრიგებელი უღებს პატარებს ახალი ეტაპის კარს და დიდი მონდომებით მიუძღვება სწავლისკენ სავალ საინტერესო გზაზე.
მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით განსაკუთრებით გამოირჩევიან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პედაგოგები. მათ რიცხვშია მანანა ხარაზიშვილი, რომელმაც წელს IV კლასი ემოციურად გააცილა.
„ძვირფასებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ეს დღე. დღე, ჩვენი ერთად ყოფნის დასასრულისა და დღე, ახალი ცხოვრების, ახალი ეტაპის დაწყებისა. იმედი მაქვს, რომ მომავალში თქვენთვის სწავლა-განათლება იქნება თქვენი დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანი“ - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა საყვარელი დამრიგებელი მოსწავლეებს.
პედაგოგმა მოსწავლეებს სწავლისადმი 4-წლიანი მონდომება დაუფასა და პატარები დიპლომებით დააჯილდოვა.
ეზოში მოწყობილი ფერადი დღესასწაულის შემდეგ, მოსწავლეებმა პედაგოგთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო