| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ჯემალ არძენაძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ჯემალ არძენაძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ულამაზესი ღონისძიებით - „დედაენის სიბრძნით ვიზრდებით“ შეაჯამეს. ღონისძიება ღია ცისქვეშ, არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
„ბავშვების მღელვარებითა და სიხარულით გაცისკროვნებული სახეები, ჟრიამულითა და ერთად ყოფნის ბედნიერებით გამოწვეული მხოლოდ დადებითი ემოციებით დატვირთული, სავსე დღე იყო. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, თამაშობდნენ. სიცოცხლესა და სიხარულს, ბედნიერებას ასხივებდნენ და ჩვენც მოგვწყვიტეს ყოველდღიურობას - საოცარ სამყაროში გადაგვიყვანეს, უსაზღვრო ბედნიერება მოგვანიჭეს.მადლობა პატარებსა და ღონისძიების ხელმძღვანელებს: ნონა აბაშიძესა და ნესტან დავითაძეს ამ მშვენიერი დღისთვის“, აღნიშნულია ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
„როდესაც ვხედავთ ჩვენი გაზრდილი თაობების წარმატებას, ეს ყველაზე დიდი ჯილდო და სიამაყეა“...
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი