სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N192 საჯარო სკოლას მოსწავლეები თეატრალიზებული ღონისძიებით დაემშვიდობნენ
17-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თბილისის N192 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

თეატრალიზებული ღონისძიებით დაემშვიდობნენ სკოლას და უსაყვარლეს მასწავლებელს თბილისის N192 საჯარო სკოლის მეორეკლასელები, რომლებიც სექტემბერში, უკვე მესამე კლასის ზღურბლს გადააბიჯებენ. მანამდე კი, სკოლასთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება - „ჩვენ და თეატრი“ წარმატებით ჩაატარეს.

„თითქოს, რეალობასთან ახლოს ვიყავით. წელს, მოსწავლე, მასწავლებელს ჩაეჭიდა, მასწავლებელი -მშობელს, მშობელი - ნათესავს, მეზობელს ექიმს და მივედით დასასრულთან. „ძმა- ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“ - გაჰკიოდნენ. ჩემო პატარებო, ღმერთმა არ მოგიშალოთ მოყვასის ძებნის, გატანის და სიყვარულის უნარი. გილოცავთ, თქვენ, მესამეკლასელები ხართ!“, - ასე გააცილა არდადეგებზე მოსწავლეები უსაყვარლესმა მასწავლებელმა, მაია ცუცქირიძემ.



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება