სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათ ხელოვნება აერთიანებთ“ – ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში პატარა ხელოვანებმა ნახატების გამოფენა გამართეს
17-06-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სასაწავლო ცხოვრება სასწავლო წლის მიწურულსაც აქტიურად მიმდინარეობდა. ძირითად სასწავლო მხარეს არაფორმალური განათლებაც მიემატა, რაც მოსწავლეების სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ნინო ჟვანიას მოსწავლეთა მოტივაციისთვის და შთაგონებისთვის.

„8 ივნისს დღის თემა განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო მე-4ბ კლასის იმ ბავშვებისა და  მშობლებისათვის, რომელთაც სკოლაში ნახატების პერსონალური გამოფენა მოაწყვეს.    

პატარა ხელოვანებმა, უნიჭიერესებმა: თეკლა შვანგირაძემ, მარიამ და ნიკოლოზ კაკუშაძეებმა ირწმუნეს საკუთარი ძალები და სკოლის დერეფანში ნახატების გამოფენა მოაწყვეს.  

სიხარული ათასფერად დაიღვარა. ბედნიერი, ფერადი, მხიარული განწყობა შეუქმნეს გამოფენის მონაწილეებს.  
მოსწავლეებმა ფერად-ფერადი საღებავებით საყვარელი ფერების საკუთარი გალერეადან შექმნეს წლის დროებზე კომპოზიციები - „ნამდვილი შედევრები“. შემოქმედებითი საქმიანობით მიეცათ წარმოუდგენელი შესაძლებლობა თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის.    

საუცხოოდ შეძლეს საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებებისა და ემოციების გამოხატვა და გაზიარება, სიყვარული, მდიდარი ფანტაზიისა და მშვენიერების აღქმის უნარის წარმოჩენა, სხვების მოსმენა და საკუთარი აზრების ფორმულირება.

მათ წარმატებებში ძალისხმევა ფასდაუდებელია კრეატიულობის უზარმაზარი მარაგით აღსავსე,  არასტანდარტული ნოვაციური იდეების მაძიებელი, მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის პედაგოგის, ნინო ჟვანიასი, რომელიც მოსწავლეებს ხდის შემოქმედებითი პროცესის თანამოზიარედ და ინიციატორად. მისი ყველა გაკვეთილი აღჭურვილია ცოდნის გასამყარებელი, სააზროვნო უნარების განმავითარებელი და რეფლექსიის ხელმისაწვდომი შეკითხვებით. საუცხოოდ ფლობს სტრატეგიულ კომპეტენციებს სწავლებისა და განვითარების თანამედროვე თეორიებსა და პედაგოგიურ ტექნოლოგიებს.

უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ნინო მასწავლებლის მიმართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინო, სკოლა ნამდვილად ამაყობს თქვენით. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანები!

სამომავლო წარმატებები, ზღვა სიხარული და ულევი ბედნიერება თქვენ და ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ჩვენს საიმედო მშობლებს!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება