| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ხარატიშვილმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა მოსწავლეებს და მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი პასუხსმგებლობისთვის, სწავლისთვის და კარგი ქცევისთვის.
„ძვირფასო ბავშვებო, დასრულდა სასწავლო წელი. დღეს, ჯიმითის საჯარო სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა ზაფხულის არდადეგების დაწყება და ეს დღე დიდხანს ემახსოვრება ყველა ჩვენგანს. თეა მასწავლებლის მიერ ორგანიზებულმა წარმატებულმა ღონისძიებამ არავინ დატოვა გულგრილი. დღეს თქვენ სითბო და სიხარული გვაჩუქეთ, დღეს, ჩვენი ერთიანობის ზეიმი იყო, ჩვენი საერთო სახლის, ჩვენი მშობლიური სკოლის ზეიმი.
თქვენს მხიარულ, გალაღებულ სახეებს ვხედავ და ბედნიერი ვარ, ასე რომ გიყვართ თქვენი სკოლა, თქვენი მასწავლებლები, სკოლის კედლებში ფუსფუსი, კეთილი და სასარგებლო საქმეების ჩაფიქრება და განხორციელება.
წლევანდელი სასწავლო წელი იოლი არ ყოფილა არც თქვენთვის, ჩვენ გვიწევდა მრავალი წესის, აუცილებელი პროცედურის ზუსტად დაცვა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ზოგჯერ ერთმანეთისგან შორს, დისტანციურ რეჟიმში გვიწევდა სასწავლო პროცესში ჩართვა, ზოგჯერ სირთულეების დაძლევაც, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველამ ერთად წარმატებით დავასრულეთ ეს წელი. ვისწავლეთ, ერთმანეთზე მეტი ზრუნვა, უჩვეულო პირობებში განათლების მიღებაც ვისწავლეთ და მეტი პასუხისმგებლობის აღებაც. ამ წელმა ბევრი რამ გვასწავლა, უმთავრესი კი ის იყო, რომ დავინახეთ, რამდენად გვჭირდება ერთმანეთი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანი, მეგობარი, საზოგადოება...
მინდა მადლობა გადაგიხადოთ შრომისთვის, სწავლისთვის, კარგი ქცევისთვის, კეთილი საქმეებისთვის, თქვენი უმანკო ღიმილისთვის. მადლობას გიხდით ძვირფასო მშობლებო თანადგომისა და ყურადღებისთვის, თქვენი მხარდაჭერა ძალზე საჭირო და აუცილებელია სკოლის მიზნებისა და ჩანაფიქრების ხორცშესხმისათვის.გვჯერა, რომ კვლავაც ერთ გუნდად ვიშრომებთ ჩვენი მოზარდების საუკეთესო ინტერესებისათვის.ჩვენ ხომ ბევრი კარგი იდეის განხორციელება მოგვიწევს ხარისხიანი განათლებისთვის, უკეთესი შედეგებისათვის! დაბოლოს, ბავშვებო! ჩვენ ისევ აქ ვართ, ყოველთვის თქვენს გვერდით! მოგვმართეთ რჩევისთვის, კარგი წიგნისთვის, მოსაზრებისთვის, აზრის გაზიარებისა და სწორი გამოსავლის პოვნისთვის.ჩვენ მოგისმენთ, ჩვენ გავიგებთ, ჩვენ გავიზიარებთ თქვენს სიხარულსა და მოწყენას!ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით!მიყვარხართ, მომენატრებით!ახლა კი დროებით გემშვიდობებით მალე ნახვის იმედით! იხალისეთ და დაისვენეთ. ირბინეთ, გაკაჟდით, ითამაშეთ! ვაშა! ზაფხულის არდადეგებია“, - აღნიშნა დირექტორმა ნინო ხარატიშვილმა.
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები
ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი ნომრებით
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი