სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მხიარული და დაუვიწყარი დღე“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
17-06-2021
-
+


სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ პირველი კლასის მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება მოაწყეს.

„ცოდნაში“ ბედნიერი ბავშვობაა! სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) ისტორიას მიემატა კიდევ ერთი ლამაზი და ფერადი დღე. 16 ივნისს პირველკლასელებმა წარმოადგინეს მხატვრული გამოსაშვები ღონისძიება. წარმოთქვეს ლექსები, ერთმანეთს ცვლიდა მოსწავლეების მიერ შესრულებლი ტკბილი ჰანგები და ცეკვები. ბავშვებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით (ნია დათუკიშვილი, სალომე ქევხიშილი, თამარ ოქრიაშვილი, ირინა დოლიძე) მხიარული, დაუვიწყარი დღე აჩუქეს სტუმრებს.

დაემშვიდობნენ პირველ კლასს ახალი იმედებით, გეგმებით, ოცნებებით, ციმციმა თვალებით. გაიხსენეს ყოველი განვლილი დღე, როდესაც პანდემიის ფონზე, უჩვეულო რეჟიმსა და გარემოში უწევდათ იის სურნელით დაფენილ წიგნში ერთად დაეკრიფათ პირველი ია, მოექარგათ ულამაზესი 33 ასო-ბგერა. სწავლობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას, მეგობრობას, სიყვარულს, შრომას და იმედს - უკეთესი ხვალინდელი დღისა. კიდევ ერთხელ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ „ცოდნაში“ ბედნიერი ბავშვობაა და „ცოდნა - არის გზა წარმატებისკენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და  ბმული 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება