სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიცხოვროთ ჯანსაღად!“ - არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
17-06-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სპორტული აქტივობებით დაასრულეს.

„ჯანმრთელია ის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ჯანმრთელი ადამიანი არის ღონიერი, ბედნიერი, ენერგიული, მხიარული, მოქნილი, ტანადი, მარდი, თავდაჯერებული და სპორტული - ეს კარგად იციან არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
 
14 ივნისს, პროექტის - „ვიცხოვროთ ჯანსაღად!“ ფარგლებში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა (მუსიკის მასწავლებელი ნონა მღებრიშვილი) წარმოადგინეს მუსიკალურ-თეატრალიზებული კომპოზიცია ჯანსაღი კვების თაობაზე.

15 ივნისს კი მე-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ხათუნა ბაწელაშვილი) წარმოადგინეს მხიარული, სპორტულ-ლიტერატურულ-თეატრალიზებული კომპოზიცია, რითაც თანატოლებს მიულოცეს ზაფხულის არდადეგების დაწყება და მოუწოდეს აქტიური სპორტული ცხოვრებისაკენ.

დაე, ნათელი მზე, სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანმრთელობა იყოს მათი ცხოვრების თანამგზავრი ზაფხულის არდადეგებზე“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება