სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაზალეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს
17-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

2020-2021 სასწავლო წელი, ბაზალეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, როგორც ონლაინ, ასევე დასწრებული სწავლების დროს, მაღალი იყო, აქტიურად მონაწილეობდნენ განხორციელებულ სასწავლო პროექტებში, კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში.​

ახლახან, ელფის გამომცემლობისა და თამარ ადამიას მიერ გამოცხადებულ ზღაპრების, ილუსტრაციებისა და სათამაშოების ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა მარიამ შერგელაშვილმა, რომლმაც დაიმსახურა სიგელი და ფასიანი საჩუქარი.

მარიამ შერგელაშვილმა და მარიამ თაბუკაშვილმა ასევე წარმატებას მიაღწიეს დაჩი ნანობაშვილის მიერ შემოთავაზებულ სადიაგნოსტიკო ტესტებში და ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურში, სადაც მოიპოვეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სიგელები.

სასწავლო წლის დასრულება კი აღნიშნეს საზეიმო - შემაჯამებელი ღონისძიებით.

კლასის ხელმძღვანელებმა - ფიქრია ტალახაძემ და ნინო ლოლაძემ მოსწავლეებს გადასცეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები მიღწეული წარმატების აღსანიშნავად. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება