სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, მარიამ მაღლაკელიძე - ოქროს მედლის კანდიდატი ქუთაისის N4 საჯარო სკოლიდან
17-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ქუთაისის N4 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, ოქროს მედლის კანდიდატს, კურსდამთავრებულ მარიამ მაღლაკელიძეს წარმოგვიდგენს და მის შესახებ გვიამბობს:

„სიფრიფანა, ოდნავ შეშინებული, დამფრთხალი თვალებით მოვიდა პირველ კლასში მარიამ მაღლაკელიძე, თუმც მის ციმციმა თვალებში იკითხებოდა უჩვეულო სითბო და სიყვარული. სწავლას მოწყურებული დიდი ენთუზიაზმით შეუდგა განათლების პროცესს. ერთნაირი მონდომებით ეუფლებოდა ყველა საგანს და ყოველთვის გვახარებდა თავისი წარმატებით. მარიამს ბავშვობიდანვე გააზრებული ჰქონდა პასუხისმგებლობა ოჯახის, სკოლის, ქვეყნის წინაშე, საბაზო საფეხურიც წარმატებით დაძლია და მიიღო პერსონალური კომპიუტერი.

იგი მონდომებით მონაწილეობდა როგორც სასკოლო, ისე სკოლისგარე აქტივობებში. მარიამს უყვარს მზე, ბუნება, ცხოველები, ფიქრობს და ზრუნავს მათზე. საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული თორმეტი წელი უცებ გაფრინდა და მარიამი ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატი. ვულოცავთ მარიამს სკოლის დამთავრებას და ნათელ, წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება