| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი ბლიც-ინტერვიუში:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- იწვევს გარკვეულ ემოციებს, სკოლიდან მიდიან კურსდამთავრებულები, მათთან განშორება ყოველთვის ძნელია, დანარჩენი მოსწავლეებისთვის იწყება ხალიასიანი საზაფხულო არდადეგები.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- მაღალ პროფესიონალიზმს, სწავლისა და სწავლების მაღალ დონეს, ძლიერ პედაგოგიურ კოლექტივს და სწავლების პროცესში ჩართულ მოტივირებულ მოსწავლეებს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- ერთ გუნდად შეკრული პედაგოგიური კოლექტივის ერთგულად გვერდით დგომა, 2020-2021 სასწავლო წელს რამდენჯერმე მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მაღალი ინტელექტის, პროფესიონალი, ემპათიური, მშვიდი, გაწონასწორებული მასწავლებელი და წარმატებული პიროვნება.
- დირექტორის მოტივაციაა...
- მოტივიციას მიმაღლებს სწავლა, სწავლების მუდმივად განახლებადი პროცესები, მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებები, დირექციასთან ერთად ახალი მეთოდებისა და პროექტების წარმატებით დანერგვა.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- მუდმივად ზრუნვა, სიახლეების ძებნა და სწორად გამოყენება, მიმღეობა და გაცემა თანაზომიერად. სკოლის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება