სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა გორას საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა - სკოლიდან კურსდამთავრებულები სიყვარულით გააცილეს
16-06-2021
-
+


15 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.

სიმღერებით ცეკვებით ლექსებით, ფერადი წარწერებთ აღინიშნა ეს დღე, რომელსაც სასიამოვნო ემოციებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება. ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს სიურპრიზები მოუწყო საჩუქრის სახით სკოლის პედაგოგებმა და  სკოლის ხელმძღვანელმა. ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილმა მათ გადასცა საჩუქრად წიგნები, ქართლოს ქარჩხაძემ ულამაზესი სუვერინები უსახსოვრა, დამრიგებელმა მანანა ვაშაყმაძემ კი სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა გოგონები.

ზედა გორას სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი ფერადი დღე მიემატა. 

მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, სკოლის დირექტორმა დამარიგებელმა და მათ წარმატებები უსურვეს.

„ჩემო საყვარელო მეცხრეკლასელებო... კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, რომელის დღის შემდეგაც ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს, თანაკლასელებს, რომლებთანაც უამრავი საინტერესო მოგონება გაკავშირებთ.თქვენი თაობა სირთულეების გამკლავებით გამოირჩევა და ზუსტად ვიცი ,რომ ახალი ეტაპის ასეთ დასაწყისსაც კი მარტივად გართმევთ თავს.ამ გამოწვევასაც წარმატებით გაუმკლავდებით მჯერა. თითოეული თქვენთაგანი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. სკოლის კედლებში მიღებულ ცოდნას, ვიცი სწორად გამოიყენებთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინაა ძლიერი როცა ის განათლებულია. 

ახლა კი მინდა გისურვოთ, წარმატებები, წინსვლა, საინტერესო ცხოვრების გზა და უსაზღვრო ბედნიერება. ძალიან მიყვარხართ ყველანი, მომენატრებით და არ დამავიწყდებით. მიგულეთ, მუდამ თქვენს გვერდით მე - ირინა ბიბიჩაძე“, - აღნიშნა პეადგოგმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება