სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სუფთა წყალი ყველას უფლებაა“- ქვაბღის საჯარო სკოლაში სამთვიანი პროექტი დასრულდა
16-06-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ნინო ფაილოძემ მოსწავლეებთან ჩაატარა პროექტი - „Clean water is a right for everyone“.

პედაგოგმა „ეტალონს“ დეტალური ინფორმაცია მოაწოდა პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ ზოგადად მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა პროექტული სწავლება.

„პროექტული სწავლება ნებისმიერ საგანში ძალიან მნიშნელოვანი და აქტუალურია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას. პროექტული სწავლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს განუვითარდეს : კრიტიკული აზროვნება, პრობლემის იდენტიფიცირება - მოგვარების , ურთიერთთანამშრომლობის ,თვითშეფასების და ტრანსფერის უნარ-ჩვევები. ვინაიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება არამედ ამ ცოდნის ადეკვატური გამოყენება. საჭიროა მოსწავლეებს მივცეთ ისეთი ცოდნა და გამოვუმუშაოთ ისეთი უნარები,  რომელთა საშუალებითაც ისინი მარტივად შეძლებენ მოულოდნელ სიტუაციაში გარკვევას და გამოსავლის პოვნას. სწორედ ამიტომ ქიმიის საგნის სწავლებისას მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტების შეთავაზება მოსწავლეებისათვის ,რომელიც აგრეთვე იქნება მათ ინტერესზე მორგებული. სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი ,მაღალმთიანი სოფელი და ბავშვებისთვის აუცილებელი არაფორმალური სასწავლო გარემოს შექმნა და ისეთი აქტივობების შეთავაზება რომელიც გამოიწვევს მათ დაინტერესებას და მოტივაციის გაზრდას.   

მიმდინარე წელს სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა გაწევრიანდა - eTwinning -ის პლატფორმაზე და მეგობარ სკოლებთან ქართველ, თურქ და უკრაინელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ პროექტი: „სუფთა წყალი ყველას უფლებაა“. 

პროექტი მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში და მასში ჩართული იყო  IX-XII კლასის მოსწავლეები. თავდაპირველად მოსწავლეები გაეცნენ პროექტის გეგმას, რომელიც იყო დეტალურად გაწერილი და მოიცავდა ისეთ საჭირბოროტო საკითხს როგორიცაა თუ როგორ წყალს იყენებს სასმელად სოფლის მოსახლეობა. პროექტი წარმატებულად განხორციელდა, ვინაიდან გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საინტერესო რესურსების შექმნა, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და ამ უნარების განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ლოგოების და სლოგანების შექმნასა და კონკურსში, სასკოლო საზოგადოება, თემი და მეგობრები აქტიურად იყო  ჩართული ხმის მიცემის პროცესში, რაც მეტ მოტივაციას მატებდა თითოეულ მონაწილეს და პროექტს კიდევ უფრო აქტუალურს ხდიდა. ბავშვებმა წარუდგინეს უცხოელ პარტნიორებს საკუთარი თავი და გააცნეს საკუთარი ქვეყანა, სოფელი, საცხოვრებელი გარემო. უცხოელი პარტნიორები თავის მხრივ  გაეცნენ ქართველ თანატოლებს , წარადგინეს მათი ქვეყანა, ღირსშესანიშნაობები და მათი წეს-ჩვეულებები.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპონენტი ის იყო, რომ მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, მოიძიეს ინფორმაცია წლის დაბინძურების გამომწვევ  მიზეზებსა და შედეგებზე - იმსჯელეს პრობლემებზე, ჩაატარეს   ქიმიური ცდები წყლის დაბინძურების დადგენის მიზნით, შეამოწმეს წყლის რამდენიმე ნიმუში ,დაადგინეს მათ შორის რომელი იყო სასმელად ვარგისი, წარმოადგინეს ცდის ოქმები და გააცნეს მათ მიერ მიღებული შედეგები თემს. დაამტკიცეს რომ სოფელ ქვაბღის სასმელი წყალი არის სასმელად ვარგისი და არ შეიცავს რაიმე სახის დამაბინძურებელს. მოსწავლეები ასევე მონაწილეობას იღებდნენ ონლაინ ფორუმებსა და შეხვედრებში, რომელიც ეწყობოდა სამოქმედო გეგმის მიხედვით, ენობრივი ბარიერის გადალახვაში გვეხმარებოდა ინგლისური ენის პედაგოგები, ხოლო ბავშვებს თავის მხრივ არ გაჭირვებია კომუნიკაცია მათ თანატოლებთან.

პროექტის დასასრულს, მოვაწყეთ ზუმის საშუალებით შემაჯამებებლი შეხვედრა სადაც განვიხილეთ თითოეული აქტივობა და რა შედეგის მომტანი იყო ის თითოეული მათგანისთვის. ბავშვებმა გამოთქვეს მათი მოსაზრება და გაგვაცნეს  შთაბეჭდილებები. შეხვედრა იყო პოზიტიური ,რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას, მომავალშიც მსგავს პროექტებში მათი მხრიდან მონაწილეობის მიღებას და რაც მთავარია ქიმიის  საგნის პოპულარიზაციას, მისი სწავლის მნიშვნელობის წინ წამოწევას და აუცილებლობას უწყობს ხელს.

მოსწავლეთა ასეთი აქტიური ჩართულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის გამოვლენა ხელს უწყობს მათ დაახლოებას და მოტივაციის ამაღლებას ზოგადად სასწავლო პროცესის მიმართ და დადებითად აისახება მათ აკადემიურ მიღწევაზე“, - აღნიშნავს ქიმიის მასწავლებელი ნინო ფაილოძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება