| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წელს, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა მონაწილეობდა eTwinning-ის რამდენიმე საერთაშორისო პროექტში - Media Literacy for Students (MLS), My Digi-Diary, Tolerance, My Dream Job, We are SAFE together, Münchhausen’s new dresses, The Disconnect. მათ შორის, ამ უკანასკნელმა უკვე მოიპოვა ევროპული აღიარება ევროპული კომისიის მხრიდან.
„პროექტში: „მედიაწიგნიერება მოსწავლეთათვის (MLS)“, რომელიც ჩვენი სკოლის მიერ იქნა ინიცირებული თურქ თანადამფუძნებელთან ერთად და, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონაწილეობდა იორდანიის, რუმინეთის და თურქეთის 9 სკოლა, ახლა დასრულდა.
დიდი მადლობა, ყველა მოსწავლეს, პარტნიორ სკოლას და მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტების განხორციელებაში და რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით პროექტების წარმატებულად დასრულებაში!
მომავალ წელს კვლავ ახალი პროექტებით და იდეებით დაგიბრუნდებით ჩვენი სკოლის მოსწავლეების თვალსაწიერის უფრო მეტად გაფართოებისა და მათთვის მეტი ცოდნის გადაცემის მიზნით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას