სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დისტანციურმა სწავლებამ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა გაზარდა“-ნათელა არაბული, ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2021
-
+


განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული სასწავლო წელს აჯამებს

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელი პანდემიის გამო დისტანციური სწავლების ახალი გამოწვევა იყო და არსებული პრობლემების გამომზეურება. როგორც ყველგან, ჩვენს რეგიონშიც იყო ტექნოლოგიური პრობლემები, ინტერნეტის ხარვეზი. ურთიერთობისათვის ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად, რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- დისტანციურმა სწავლებამ მშობელთა ჩართულობა გაზარდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, დაახლოვდა მშობელი და მასწავლებელი.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- მასწავლებელმა საკუთარი საგანი უნდა ჩააბაროს. პროფესიული უნარებიც უნდა დაადასტუროს სიტუაციურ ამოცანებზე მუშაობით. ნაკლებად ბიუროკრატიული მოთხოვნები თუ იქნება, აჯობებს. ამდენი ატვირთე-ჩამოტვირთე არ მიმაჩნია, საქმეს წაადგეს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად, რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- პროფესიის არჩევანი გამრავალფეროვნებულია და მოსწავლე უკვე თვითონ ირჩევს, რა სურს მომავალში, რომ აკეთოს.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- თუ ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარებულია და მშობელს სურს ,რომ სკოლაში შეიყვანოს ,სპეციალურმა კომისიამ უნდა შეაფასოს ბავშვის მზაობა სასწავლო პროცესისადმი და ჩაირიცხოს გამონაკლისის სახით ვისაც წლის ბოლომდე უსრულდება 6 წელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება