სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კულტურული მემკვიდრეობის მცველები ღვანკითის საჯარო სკოლიდან
16-06-2021
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ღვანკითის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული პროექტში „კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვა!“

პროექტის ფარგლებში ღვანკითის საჯარო სკოლაში ჩატარდა გასვლითი ღონისძიება სახელწოდებით - „შემდეგი გაჩერება მეღვინეობა „ხარება!“, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა კათედრა და პედაგოგები: მარინე ქარქაშაძე (ფიზიკა),  ლია სახელაშვილი (ბიოლოგია) და ეთერ ტურავა (მათემატიკა).

„მადლობა სკოლის ხელმძღვანელობას, ელისო ჩიქოვანს იმისთვის, რომ  საშუალება მოგვცა, ამ აქტივობის განხორციელებისა. VIII-XI კლასების მოსწავლეთა დელეგაცია მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ მდინარაძის მეთაურობით ეწვია მეღვინეობა „ხარებას“. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, ის აღფრთოვანება და პატივისცემა, რაც შესასვლელი ჭიშკრიდანვე დაგვეუფლა. აქვე დაგვხვდნენ ქარხნის დირექტორის ასისტენტი ქ-ნი ნინი ხურციძე და მეღვინე ვანო ნიშნიანიძე და პირველი სითბო და სტუმართმოყვარეობა სწორედ მათგან ვიგრძენით. გიდების როლებიც მათვე შეითავსეს და მოსწავლეებს ძირფესვიანად დაათვალიერებინეს ამ არცთუ დიდი ხნის ისტორიის მქონე ქარხანა, რომელიც უკვე თამამად დამკვიდრებულა როგორც ევროკავშირის, ასევე ჩინეთის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. დეტალურად ხსნიდნენ და ცდილობდნენ მცირე ნიუანსიც არ გამორჩენოდათ მხედველობიდან. მოსწავლეებს დაათვალიერებინეს მარანი, სადაც ხდება უშუალოდ ყურძნის მიღება და დამუშავება; ჩამოსასხმელი საამქრო; სამუშაო ზონა; ლაბორატორია; კასრების განყოფილება, სადაც ხდება ღვინოების დაძველება; მზა პროდუქციის საწყობი,სადაც ვნახეთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ შეკვეთილი გასაგზავნი პროდუქცია; სარდაფი, სადაც ხდება ცქრიალა ღვინოების ჩამოსხმა და დაძველება. გვესაუბრნენ ტურისტული ზონისთვის განკუთვნილ გვირაბზე, ასევე მშენებარე სასტუმროზე ქარხნის ვიზიტორებისათვის. მოსწავლეები დიდი ინტერესით უყურებდნენ სამუშაო პროცესს ღვინოს ჩამოსხმის, მათი შეფუთვისა და მათზე ეტიკეტების დაკვრის ჩათვლით და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ქარხნის ყველა ზონაში მომუშავე პერსონალი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდა. ძალიან საინტერესო იყო გაგება იმისა, რომ მეღვინეობის მეურნეობაში 300-მდე ჯიშის ვაზი ხარობს.  

თავისი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩვენს დელეგაციას შეხვდა და გაესაუბრა მთავარი მეღვინე და წარმოების დეპარტამენტის დირექტორი, საერთაშორისო გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუბლაშვილი, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას, თუნდაც იმისათვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა მოვხვედრილიყავით ქარხნის ტერიტორიაზე. აქვე, ჩვენი მადლობა ყველა იმ პიროვნებას, ვინც ხელი შეგვიწყო ამ აქტივობის განხორციელებაში.
დიდი მადლობა ჩვენს გიდებს ნინის დ ვანოს. აქვე დავძენთ, რომ იმ დღეს „ხარებაში“ სხვა სტუმრების მისაღებად ემზადებოდნენ. კონკრეტულად, ელოდებოდნენ ბელარუსის დელეგაციას“, - აღნიშნულია ღვანკითის საჯრო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფრომაციაშვი; ჩვენ კი გთავაზობთ მოსწავლეთა შთაბეჭდილებებს:

ლიკა ცერცვაძე: „ქართველ კაცს ოდითგანვე ჰქონდა ქართული ღვინით სახელი განთქმული. მე კი ყოველთვის მქონდა სურვილი მენახა ქარხანაში ღვინის ჩამოსხმის პროცესი. დღეს ეს სურვილი ამისრულდა. „ხარება“ ძალიან მოწესრიგებული და ლამაზია. აქ მზადდება ბევრი სახის უმაღლესი ხარისხის ღვინო. ერთ-ერთი მათგანი სხვებთან ერთად მეც დავაგემოვნე, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. აქ მოსულ ტურისტს ძალიან გაუმართლებს. ჩვენი ღვინო განსხვავებულია. ქართული კულტურა კი გამორჩეული. ყველას ვურჩევ ესტუმრონ „ხარებას“.

თათია ქარქაშაძე:  „2 ივნისი იყო დღე, როდესაც ჩვენ ვესტუმრეთ მეღვინეობა „ხარებას". თავიდანვე
თვალშისაცემი იყო ულამაზესი გარემო და საოცარი სისუფთავე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეღვინეობას არ აქვს ხანგრძლივი ისტორია, ის მაინც დიდი მოწონებით სარგებლობს ადგილობრივ და საერთშორისო ბაზარზე. ვფიქრობ, ეს მათი მაღალი სტანდარტით, ღვინის წარმოების ტექნოლოგიით და აგრეთვე, მათი პროფესიონალიზმით არის განპირობებული; გქონდეს შესაძლებლობა ესტუმრო ასეთ საწარმოს და მისი შესანიშნავი ღვინო დააგემოვნო, დიდი პატივია. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო იყო ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც მოგვცა საშუალება კიდევ ერთი ასეთი დაუვიწყარი დღე შემატებოდა ჩვენსა და ჩვენი სკოლის ისტორიას".

ნატალი ბუსკივაძე: რამდენიმე დღის წინ ვიყავით „ხარებაში“, სადაც არა მხოლოდ ვნახეთ ღვინის ჩამოსხმის პროცესი, არამედ მივიღეთ ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. დავაგემოვნეთ ,,ქინძმარაული". ჩემთვის ქარხანაში სტუმრობა ძალიან სასიამოვნო იყო. ის რამდენიმე საათი, რომელიც იქ გავატარეთ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ლამაზ და სასიამოვნო მოგონებად დარჩება. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ამ პატარა ექსკურსიას და პანდემიის დროს ულამაზესი წუთები გვაჩუქეს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება