| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლე ანასტასია გურეშიძე ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე გავიდა და საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი გახდა. დირექცია მოსწავლის შესახებ გვიამბობს:
„ანასტასია გურეშიძე VIბ კლასის (დამრიგებელი ფიქრია ჯიმშელეიშვილი) წარმატებული მოსწავლეა, იგი ექვსი წელია აღმოსავლური ორთაბრძოლების ოლიმპიურ სახეობა-ტაეკვონდოში ვარჯიშობს. მწვრთნელი - მამა, რომეო გურეშიძეა.
ამ დროის განმავლობაში ანასტასიამ არაერთი ჯილდო და საპრიზო ადგილი დაიმსახურა, როგორც საქართველოს ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე. ახლახან, 4,5,6 ივნისს, გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე იგი მე-2 ადგილზე გავიდა და საქართველოს კადეტთა (მოზარდთა) ნაკრების წევრი გახდა.
ვულოცავთ ანასტასიას ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო