მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ცხვედიანმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი დაიმსახურა
15-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა მე-2 კლასია მოსწავლე ილია ცხვედიანმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.