| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები დამრიგებელს გამოემშვიდობნენ. პირველმა მასწავლებელმა პატარები ემოციური სიტყვებით გააცილა.
„ჩემო დაფრთიანებულო მერცხლებო! გილოცავთ მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
მინდა, თქვენთვის ყოველი დღე ნათელი და მხიარული ყოფილიყოს! მინდა, სახეზე ღიმილი არ მოგშლოდეთ და გაგემართლებინოთ ჩემი და თქვენი მშობლების იმედები!
მინდა, წარმატება ყოფილიყოს თქვენი ცხოვრები მეგზური! და გახსოვდეთ ის ღირებულებები, რომელიც ცხოვრებაში ნამდვილ ადამიანობას შეგინარჩუნებთ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ოთხწლიანი ურთიერთობისთვის, რომელიც გვინარჩუნებდა სითბოს, სიყვარულს და პატივისცემას.
მინდა, მუდამ ვამაყობდე თქვენით!
ჩემს გულში ყოველთვის იქნება ადგილი ჩვენი ტკბილი მოგონებებისთვის“, - წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება