სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - Be the solution of water pollution განახორციელეს
15-06-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა eTwinning-ის პლატფორმაზე გაწევრიანდა და დამეგობრებულ სკოლებთან ერთად, განახორციელა პროექტი: Be the solution of water pollution (წყლის დაბინძურების შესახებ).

აღნიშნული პლატფორმა სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, მცირეკონტიგენტიანია და მის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ საშუალება თანატოლებთან კომუნიკაციის, მით უფრო უცხოენოვან მოსწავლეებთან.

სწორედ ამიტომაც სწავლება უცხო ენაში მნიშვნელოვანია, რადგან ის მოსწავლეს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მართოს საკუთარი სწავლის პროცესი, ჩამოუყალიბდეს ადეკვატური თვითშეფასება და პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები, განუვითარდეს შემოქმედებითი აზროვნება, შეძლოს კომუნიკაცია უცხო ენაზე და  მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.

„აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა, სადაც პროექტი განხორციელდა - მცირეკონტიგენტიანია, მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში და მოსწავლეებს იშვიათად - ან არ აქვთ შესაძლებლობა კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ თანატოლებთან, განსაკუთრებით კი უცხოენოვან თანატოლებთან, რაც ხელს შეუწყობდა მათი საუბრის უნარების მნიშვნელოვნად დახვეწას. 

შესაბამისად, მოსწავლეთა კომუნიკაციის და უცხოელ თანატოლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენი სკოლა გაწევრიანდა eTwinning-ის პლატფორმაზე და დამეგობრებულ სკოლებთან ერთად  განვახორციელეთ პროექტი: Be the solution of water pollution (წყლის დაბინძურების შესახებ).

პროექტი მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში და მასში ჩართული იყო  IX-XII კლასის მოსწავლეები. მათ მონაწილეობა მიიღეს ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობაში და შექმნეს ერთობლივი პროდუქტები მრავალფეროვანი ონლაინ პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით - რაც თავის მხრივ ისტ-ის უნარების დახვეწასაც უწყობდა ხელს. 

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპონენტი ის იყო, რომ თითოეულმა მოსწავლემ, მოიძია ინფორმაცია წლის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე - იმსჯელეს გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე და იპოვეს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზები. მათ ასევე საინტერესოდ წარმართეს დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანია როგორც ადგილობრივ თემში, ისე პროექტის კუთვნილ სოციალური ანგარიშების მეშვეობით. მოახდინეს საგანთა ინტეგრირება - ჩაატარეს ქიმიური ცდები წყლის დაბინძურების დადგენის მიზნით და ადგილობრივი თემის ჩართულობით  მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობასაც დამატებითი ურნების მოთხოვნის მიზნით. 

ვფიქრობთ, აღმოჩენა და პროექტის მონაპოვარი იყო მოსწავლეების მონდომება და ის შემოქმედებითი უნარები, რაც მათ გამოავლინეს ერთობლივი რეპ-სიმღერის ტექსტის, მოფიქრებასა და შემდეგ მისი ჩაწერისას. სიმღერა პოპულარული გახდა ადგილობრივ თემში, პარტნიორ სკოლებში და ის განთავსდა სკოლების youtube ანგარიშზე“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:



იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება