| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარინა მუკბანიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„უკან დარჩა რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო სასწავლო წელი. ისინი მე-5 კლასელები გახდნენ. სკოლასთან გამოთხოვება ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით აღნიშნეს. კომპოზიცია მოიცავდა თემას - „ფარნავაზიდან იაკობამდე“, ბავშვებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში არსებული პერიოდი.
ღონისძიების მე-2 ნაწილი შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, სიმღერები, რომელშიც წარმოჩინდნენ, როგორც აქტიური, მხიარული და ნიჭიერი ბავშვები.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-4 კლასს სასწავლო წლის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლოდ. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება