სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძლიერი სკოლა ნიშნავს ერთიან პროფესიონალთა გუნდს მაღალი სასკოლო კულტურით“- თამარ აბაზაძე, თბილისის N6 სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .

- არის უდიდესი სიხარულის განცდა, რომ კიდევ ერთი წელი გაილია ბავშვების ჟრიამულში. რომ ასობით ბავშვს და მშობელს მიანიჭე სიხარული, შთაბერე მხნეობა, ათობით ბავშვი დააფრთიანე, ჩაუნერგე უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. განუვითარე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი, როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ამ ბოლო წლებზე პანდემიის პირობებიდან გამომდინარე .

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- ერთიან პროფესიონალთა გუნდს მაღალი სასკოლო კულტურით. გუნდი, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, იძლევა ღირებულებებზე ორიენტირებულ განათლებას. სკოლა, რომლის მიზანია თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას სწავლის, განვითარებისა და თვითრეალიზების პოზიტიური გარემო.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .

- დირექტორთა კონკურსში გამარჯვების შემდეგ დღე, როცა პირველად ვნახე ოთხსართულიანი სკოლა, სადაც მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე უნდა წარმემართა სასწავლო პროცესი, მცირეკონტიგენტის გამო ნახევრად ცარიელი კლასები, სიხარულის ნაცვლად გაოცება, შიში და წამიერად თავში გაელვებული პრობლემების მოგვარების რამდენიმე გზა და მუშაობის მესამე წელს დაუჯერებელი გაოცება - ჩემს მაგიდაზე პირველ კლასში ჩარიცხვის მსურველთა 125 მშობლის განცხადება.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

- ბევრი ფაქტორისათვის: ბავშვის სასკოლო გარემოსთან შესაგუებლად, მოსწავლეთა შორის ძალადობის არსებობის, უყურადღებო და ჰიპერაქტიურ მოსწავლეებში გამკლავების გზების მოსაძებნად, თვითდამკვიდრებისთვის მიუღებელი ქცევის ფორმების აღმოსაფხვრელად და ერთად მრავალი სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- სკოლის ინფრასტრუქტურა, საკლასო ინტერიერი, ყველა თანამშრომლის ეთიკური ქცევა, გამართული მეტყველება, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა, ზრუნვა და პატივისცემა. ყველა თანამშრომლის მიერ თავისი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. პედაგოგების და დირექციის უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ მოსწავლეებში კულტურის ნაწილი გახდება და ყოველდღე წვეთ-წვეთად უყრით საფუძველს სკოლისადმი უპატივცემულობას, უნდობლობას. პირადი მაგალითის ძალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სკოლის ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად ცდილობს პირადად აკეთოს ის, რასაც სხვებისგან მოითხოვს

- დირექტორის მოტივაციაა. . .

- სკოლის წარმატებული მოსწავლეების აღიარება და მადლიერი მშობელი, ვინაიდან სკოლასა და საზოგადოების განვითარება ურთიერთდაკავშირებული პროცესია.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .

- პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის რეალური შეფასება და შემდგომში საჭიროებების კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება , ასევე ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება. სისტემატიურად პროფესიული სიახლეების გაცნობა. მონაწილეობა ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერ ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ

 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება