| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
თბილისის N149 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
თბილისის N149 საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის - „ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, განხორციელდა აქტივობა - „ჩვენ და სკოლა“.
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა - რამდენად იცნობენ მოსწავლეები სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს (ზოგადი განათლების შესახებ კანონი, სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სხვა).
ჩატარდა საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს თემატური კაზუსები/ რეალური ისტორიები, რომელიც პირდაპირ ან ირიბ კავშირშია მათ ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებასთან და მოიცავს ინფორმაციას მათი უფლებებისა თუ მოვალეობების შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საჯარო სკოლის მმართველობითი სისტემის წარმომადგენლები (მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი).
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება