სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლის სამ პედაგოგს ვუსურვებ წარმატებებს საგნობრივ გამოცდაზე“ - აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე
15-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხზე აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო კიკნაველიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელი აფხაზეთის N22 საჯარო სკოლისთვის, ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენმა სკოლამ კოვიდის პირობებში წარმატებით გაიარა ეს პერიოდი. ზუსტად და ზედმიწევნით ვიცავდით სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს: თერმოსკრინინგს (ვაწარმოებდით მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ვიზიტორთა შემოწმებას, ვაწარმოებდით სპეციალურ ჟურნალებში აღრიცხვას), ყოველთვის გვქონდა სათანადო ჰიგიენური ხსნარები, პირბადეები და, შეძლებისდაგვარად, ვიცავდით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეგულაციებს, მასწავლებლები გავდიოდით პისიარი და სწრაფი ტესტებით შემოწმებას და, ჩვენდა გასახარად, 2020-2021 სასწავლო წლის მანძილზე ჩვენი სკოლა არ ყოფილა დისტანციურ სწავლებაზე და სკოლაში სწავლება ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- რაც შეეხება მშობლებთან ურთიერთობას, მშობლები კეთილგონივრულად მოეკიდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას და სკოლის შენობაში შემოდიოდნენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში კოვიდის რეგულაციის წესების დაცვით. თუმცა ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სასკოლო პროცესის მიმდინარეობაში და გვეხმარებოდნენ აქტიურად, რათა წარმატებული ყოფილიყო მათი შვილების სწავლა-განათლება და ჯანმრთელობა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- გამართლებულად მიმაჩნია კომპეტენციის ამაღლება მასწავლებლებში. შესაბამისად, ჩვენი სკოლის სამ პედაგოგს ვუსურვებ წარმატებებს საგნობრივ გამოცდაზე.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?  

- ჩვენი სკოლა დაწყებითია და ჩვენი სკოლის, ასე შეიძლება ვთქვა, კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებით სწავლის გაგრძელებას სხვა სკოლაში.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ვფიქრობ, რომ პირველკლასელთა სკოლაში შემოსვლის მისაღები ასაკი იყოს არა 15 სექტემბრამდე დაბადებულებისათვის, არამედ 31 დეკემბრამდე დაბადებულებისათვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება