სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები კითხვის კლუბის მორიგ შეხვედრას დაესწრნენ
14-06-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლანა დუმბაძე, ლინდა დუმბაძე, თეონა დუმბაძე და რომან სურმანიძე კითხვის კლუბის მორიგ შეხვედრას დაესწრნენ. მე-10 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე გვიამბობს:

„ადამიანი გზების არსებაა. ეს არის მისი ცხოვრების არსი. ეგ არის, რომელ გზას ავირჩევთ, თორემ, ყველაფერი სადღაც მიდის“. გიორგი კეკელიძე  - ამონარიდი „გურული დღიურებიდან“.

2021 წლის 10 ივნის მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის პირველმა საჯარო სკოლამ უმასპინძლა ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ მხატვრული კითხვის კლუბის მორიგ შეხვედრას.

შეხვედრის თემა იყო: გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ და ნოდარ დუმბაძის  „ჰელადოსი“.

კითხვის კლუბის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. 
ასევე დისტანციურად ჩაერთო ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე 
მადლობა მოდერატორ მასწავლებელს - ბელა კვირკველიას. 

განთიადის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე ესწრებოდა შეხვედრას: ლანა დუმბაძე, ლინდა დუმბაძე, თეონა დუმბაძე, რომან სურმანიძე.

მადლობა ხელვაჩაურის ხელვაჩაურის რესურსცენტრს მადლობა მის ხელმძღვანელს - ხათუნა დიდმანიძეს, რომელიც მუდამ ზრუნავს, რომ მოსწავლეები ჩაერთონ არაფორმალურ განათლებაში.

მადლობა უსაყვარლეს ქალბატონს ქ.ნ Gulnaz Karanadze 
მადლობა ჩემს სკოლას ქ.ნ Qeti Komaxidze და ქ.ნ ლამარა კოხრეიძეს
მადლობა ჩემს დამრიგებელს ქ.ნ  ნაზი ყურშუბაძეს“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება