სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ ავირჩიოთ პროფესია? - ჩაქვის N2 საჯარო სკოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ
11-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ჯემალ არძენაძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ჯემალ არძენაძის სახელობის, ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პროფორიენტაციის საკითხებს; ეს თემა დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც ჯერ კიდევ უამრავი სტერეოტიპია შემორჩენილი ამ მიმართულებით - ახალგაზრდები, ძირითადად, მშობლების მითითებით ან „პრესტიჟულობის“ მიხედვით ირჩევენ პროფესიას და ნაკლებად ითვალისწინებენ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ ინტერესებს.

ზემოთქმული პრობლემების გაანალიზების მიზნით, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე - „როგორ ავირჩიოთ პროფესია, ქალი და სტერეოტიპები“. პროექტი განახორციელა სკოლის კურსდამთავრებულმა, ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, „ახალგაზრდობის განვითარების ქსელის“  ორგანიზაციის წევრმა - ილდა ტაკიძემ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და დასმულ კითხვებსაც ამომწურავი პასუხები გაეცა.

„ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროექტის ავტორს ილდა ტაკიძეს შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული პროექტის განხორციელებისათვის“, აღნიშნულია ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება